Tuesday, May 1, 2012

ჯანსაღი კვება, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი.


ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ჯანსაღი კვება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია.
ბოლოდროინდელი კვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ასაკში შესული ადამიანებიც კი გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს, თუ ისინი ვიტამინებით მდიდარ და ჯანსაღ საკვებზე უარს არ იტყვიან, როგორიცაა მაგალითად, ბოსტნეული, ხილი, შინაური ქათამი, თევზი, რძის პროდუქტები და პურის მარცვალი.
კვლევაში 2500 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 70–79 წელს შეადგენდა. მერილენდის უნივერსიტეტის (University of Maryland) მკვლევარებმა და მეცნიერებმა ეს მოხალისე ადამიანები კვების რეჟიმის გათვალისწინებით 6 ჯგუფად დაყვეს.
„ჯანმრთელი კვების“ ჯგუფში შემავალი ადამიანების ყოველდღიური კვების რაციონი შემდეგი პროდუქტებისგან შედგებოდა: ნაკლებციხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, მარცვალი, ფრინველი და თევზი, კვლევის შედეგად გაირკვა რომ ეს ჯგფუი საერთოდ არ ღებულობდა ცხიმიან საკვებს, ტკბილეულს, შემწვარ საკვებსა და მაღალ კალორიულ სასმელებს.
ჯგუფის „მაღალ კალორიული რძის პროდუქტები“ წევრები პირიქით მოქმედებდნენ, ისინი უმეტესწილად მოიხმარდნენ მაღალ კალორიულ პროდუქტებს, როგორიცაა რძე, იოგურტი, ყველი, ნაყინი, თუმცა ნაკლებად იღებდნენ ფრინველის და საქონლის ხორცს, ნაკლებცხიმიან რძეს, ბრინჯსა და მაკარონს.
ასევე განისაზღვრა შემდეგი ჯგუფები: „ხორცი, შემწვარი საკვები და ალკოჰოლი“, „მარცვლეულის შემცველი საუზმე“ , „მთელი მარცვალი“, „ტკბილეული და დესერტი“.ვრცლად 

No comments:

Post a Comment